Publications

პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე

რუსუდან კვარაცხელია, „პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე“

რუსუდან კვარაცხელიას (კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი) მონოგრაფიაში „პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე“, რომელიც დიმიტრი ჯანელიძის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომზადდა, წარმოდგენილია კინოენაში ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტის თეორიული ანალიზი და შეფასება. ყურადღება გამახვილებულია პოეტური კინოს სტრუქტურულ თავისებურებებსა და მის მნიშვნელობაზე კინემატოგრაფში.

მონოგრაფია „პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე“  მოიცავს პოეტური ფორმის, გამომსახველობითი თავისებურებების ისტორიულ ანალიზს. მასში განხილულია პოეტური კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, მისი ადგილი, სემანტიკური კონსტრუქციები და ხერხები, რომელთა სახეცვლილება პოეტურ-მეტაფორული კინოს ვრცელ პროცესად ყალიბდება.

წიგნი გამოიცა 2022  წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს  სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.

Back to list