Publications

რიჩარდ შეხნერი „გარემოს თეატრი“ –  პირველი ქართული გამოცემა (2023)

“არსებობს რეალური, ცოცხალი კავშირი სხეულის სხვადასხვა წერტილსა და იმ სივრცეს შორის, რომელშიც სხეული გადაადგილდება;

ადამიანის ცოცხალი ქსოვილი კანით არ შემოიფარგლება. სივრცესთან დაკავშირებული სავარჯიშოები ეყრდნობა დებულებას, რომ სივრცეც ისევე ცოცხალია, როგორც ადამიანი”

რიჩარდ შეხნერი გახლავთ თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი უპირველესი რეჟისორი, თეორეტიკოსი და მოაზროვნე, რომელიც იკვლევს კომპლექსურ ურთიერთკავშირს თეატრსა და ცეკვას, ანთროპოლოგიას, ეთნოლოგიას, რიტუალს, თამაშს, ფსიქოთერაპიასა და შამანიზმს შორის.

„გარემოს თეატრი“ (Environmental Theater) მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორიული ნაშრომია. წიგნი პირველად 1973 წელს გამოიცა. მდიდარ თეორიულ ნააზრევთან ერთად, მასში მოცემულია მსახიობის წვრთნის ტექნიკის სავარჯიშოები, რომელიც თავის დროზე მიჩნეული იყო როგორც რევოლუციური, ხოლო დღეს ითვლება მსახიობის მომზადების/აღზრდის ერთ-ერთ კლასიკურ ტექნიკად. შეხნერის ნამუშევარი მოთავსებულია მდიდარ თეორიულ ჩარჩოში, როგორც მეიერჰოლდის, ბრეხტის, გროტოვსკის ტრადიციებში, ასევე ძლიერ არადასავლურ საშემსრულებლო ჟანრებში. აღნიშნული უახლესი გადამუშავებული გამოცემა (2000, 1 მაისი) თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებულ ახალ თაობას სთავაზობს რიჩარდ შეხნერისეულ „თეატრალურ სახარებას“, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის თეატრზე.

მთარგმნელი: ქეთევან გრძელიძე
რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, ანა კვინიკაძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე
საგამომცემლო პროექტის ავტორი: ანა კვინიკაძე

წიგნი გამოიცა მწერალთა სახლი/Writers’ House of Georgia მხარდაჭერით

Back to list