News, Student Conference

2025 წლის XVIII კონფერენცია

2025 წლის 23 მაისს ჩატარდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის XVIII სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

Conference program

2025 წლის 23 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცია.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტუდენტმა, რომლებიც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურაში სწავლობენ.

XVIII სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავა ცხრა სექციამ შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნებათმცოდნეობის, თეატროლოგიის, კინომცოდნეობის და ჟურნალისტიკის, კულტურული ტურიზმის  სექციები.  სექციებს უხელმძღვანელეს პროფესორებმა ლელა ოჩიაურმა, გიორგი ცქიტიშვილმა, ნატო გენგიურმა, რევაზ ჭიჭინაძემ, მალხაზ ღვინჯილიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა მარინა ხარატიშვილმა, ეკატერინე კიკნაძემ და მაია ლევანიძემ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.  სტუდენტების მოხსენებების სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან უნივერსიტეტის პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები: მაკა ვასაძე, მაია კიკნაძე, ლალი ოსეფაშვილი, ნატო გენგიური, ეკატერინე კიკნაძე, მანანა ლეკბორაშვილი, დავით გუჯაბიძე, ლელა ოჩიაური, ნანა დოლიძე, ლაურა კუტუბიძე, ნაირა გალახვარიძე.

კონფერენციასთან ერთად, 23 მაისს გაიხსნა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების – მოყვარული მხატვრების გამოფენა. გამოფენაზე ნამუშევრები წარადგინეს ბაკალავრიატის სტუდენტებმა: მარიამ ბარბაქაძემ, მარიამ კოპაძემ, ანი კოპაძემ, მარიამ მამარდაშვილმა, ლიკა წიქარიძემ, სალომე აღდგომელაშვილმა და სალომე ხუროშვილმა.

23 მაისს, საღამოს გაიმართა კონფერენციაში და გამოფენაში მონაწილე სტუდენტების სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება. სტუდენტებს და პედაგოგებს სიტყვით მიმართა  საქართველოს შოთა  რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა და პროფესორმა  ნატო გენგიურმა, რომელიც არის ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზატორი, მისი დაფუძნებიდან. სტუდენტებს  წარმატება  მიულოცეს და სიგელები გადასცეს სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ, პროფესორმა გიორგი ცქიტიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა მაკა ვასაძემ, ნანა დოლიძემ, ნაირა გალახვარიძემ. ღონისძიების წამყვანი იყო დრამის ფაკულტეტის სტუდენტი ქრისტინე კაპანაძე.

კონფერენციის ორგანიზატორია სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი და პროფესორი Nato (Natalie) Gengiuri – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (მ.შ.), კოორდინატორი – ფაკულტეტის დეკანი – ზვიად დოლიძე, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი – ქეთევან ოჩხიკიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტი.

გამოფენის ორგანიზებაში ჩართული იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა – თინათინ ასათიანი.

Back to list