Publications

ანანო სამსონაძე – ქართული ქორეოლოგიური სკოლის გზაჯვარედინზე (2025)

რედაქტორ-შემდგენელი – ხათუნა დამჩიძე

რეცენზენტები: ნატო გენგიური, ეკატერინე გელიაშვილი

თქვენ წინაშეა ქორეოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ანანო სამსონაძის სტატიების კრებული. გაჩნდა აზრი – თავი მოგვეყარა სხვადასხვა კრებულში, ჟურნალებსა თუ გაზეთებში გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ნაშრომებისათვის. კრებულში შევიდა ასევე მისი სტუდენტობისდროინდელი წერილები, საგაზეთო ინტერვიუები და გაშიფრული ლექციები.

სტატიები კრებულში განთავსებულია ქრონოლოგიურად, დაჯგუფებულია აკადემიურ პლატფორმებზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების საგაზეთო/საჟურნალო პუბლიკაციებისა და გამოუქვეყნებელი წერილების სახით. ISBN 978-9941-9987-7-5

Back to list