Publications

ექსპერიმენტული კინო

გიორგი რაზმაძე  „ექსპერიმენტული კინო“

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, გიორგი რაზმაძის მონოგრაფია „ექსპერიმენტული კინო“  უნივერსიტეტის ორ ფაკულტეტზე არსებულ ამავე სახელწოდების არჩევითი საგნის ერთგვარი სახელმძღვანელოცაა.  

ნაშრომში მოცემულია ავანგარდული კინოს განვითარების ისტორია და თეორიული ბაზისი. განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობები, როგორიცაა: ნეოავანგარდი, „გრიფონის ჯგუფი“, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, ფლუქსუსი, ლაივ სინემა, CCI და სხვ.

მონოგრაფიაში გაანალიზებულია ექსპერიმენტული კინოს საეტაპო ნამუშევრები, ტენდენციები  და მიმართულებები. ეს ავანგარდული აუდიო-ვიზუალური ხელოვნების კორპუსი,  განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე  ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 

Back to list