Faculty of Art Sciences, Media and Management
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობას
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე:
„სახელოვნებათმცოდნეო კვლევები (ქართული ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში)” – 1 ადგილი.
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).
სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 24 აგვისტოს 12:00 საათიდან 2026 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 2026 წლის 11 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 2026 წლის 11-14 სექტემბერს, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე (tafu.edu.ge) უნდა შეავსოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობა;
- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
- ჩარიცხვის ბრძანება;
- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
- ფოტო 3×4;
- ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა (ასლი).
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით ან მომავალი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის თანხმობა დასაბუთებით;
- დოქტორანტის მიერ გამოქვეყნებული და/ან გამოუქვეყნებელი კვლევითი ხასიათის სტატია ან სხვა სამეცნიერო ნაშრომი (არსებობის შემთხვევაში);
- ჩაფიქრებული კვლევის პროექტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის თემის აქტუალობა, მიზანი, კვლევის ძირითადი ამოცანები და განხორციელების გეგმა.
ასევე, კანდიდატმა უნდა გაიაროს გასაუბრება შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან და/ან სადისერტაციო ნაშრომის სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელთან. (გასაუბრების საფუძველზე ფასდება კანდიდატის კვლევითი მომზადება, წარმოდგენილი საკვლევი ჩანაფიქრის შესაბამისობა სადოქტორო პროგრამის მიმართულებასთან და დოქტორანტურის პროგრამაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა).
2026 წლის 15 – 16 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გასაუბრებაზე და აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
Address: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
გისურვებთ წარმატებას!