Publications

კინოს სამყარო: კრიტიკული აზრები, სტატიები, ინტერვიუები – მთარგმელი და შემდგენელი ირინა კუჭუხიძე (2023)

წინამდებარე კრებულში შევიდა ფრაგმენტები მსოფლიოში აღიარებული კინოთეორეტიკოსების – ანდრე ბაზენისა და ზიგფრიდ კრაკაუერის – ცნობილი წიგნებიდან: „რა არის კინო?~ და „კინოს ბუნება. ფიზიკური რეალობის რეაბილიტაცია~; გამოჩენილი რეჟისორების, კინოკლასიკოსების _ ლუკინო ვისკონტის, ინგმარ ბერგმანის, ფედერიკო ფელინის ვრცელი, ყოვლისმომცველი ინტერვიუების ნაწყვეტები, ჟან-ლუკ გოდარის გამონათქვამები და საუბრები.

ისინი მსჯელობენ არა მარტო საკუთარ შემოქმედებაზე, არამედ გამოთქვამენ საინტერესო და ახალგაზრდა შემოქმედთათვის საყურადღებო მოსაზრებებს ზოგადად ხელოვნებაზე. რა თქმა უნდა, უფრო მეტად, კინოს თავისებურებებზე, ცხოვრებაზე, ფასეულობებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე…

ISBN 978-9941-9830-3-0

Back to list