
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას 2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრში, სტუდენტთა მობილობა დაგეგმილია იონ ლუკა კარაჯალეს სახელობის თეატრისა და კინოს ეროვნულ უნივერსიტეტში (ბუქარესტი, რუმინეთი).
ადგილების რაოდენობა: 3 სტუდენტი.
აკადემიური საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა.
გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პერიოდი: 23.02.2026 – 21.06.2026.
მობილობის ხანგრძლივობა: 1 სრული სემესტრი (ვაკანტური ადგილი: 1); მოკლევადიანი სასწავლო მობილობა კვლევითი მიზნებისთვის 11 დღით + 2 სამგზავრო დღე (ვაკანტური ადგილი: 2).
აკადემიური მიმართულებები: მიღება ცხადდება თეატრის, კინოსა და მედიის მიმართულებებზე, გარდა მსახიობის სპეციალობისა (კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული სპეციალობების სია იხილეთ თანდართულ ფაილში, სახელწოდებით “UNATC INFO”).
სწავლების ენა: ინგლისური.
შენიშვნა: მობილობისთვის აუცილებელი პირობაა სტუდენტი ეკუთვნოდეს „ნაკლები შესაძლებლობების მქონე ჯგუფს“.
განმარტება:
„ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირებად“ ითვლებიან ისინი, რომლებიც ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, გეოგრაფიული ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, საემიგრაციო ისტორიის, ან ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობა, საგანმანათლებლო სირთულეები ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი – მათ შორის ისეთი, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის 21-ე მუხლის თანახმად დისკრიმინაციის საფუძველი შეიძლება გახდეს – აწყდებიან დაბრკოლებებს, რაც ხელს უშლის მათ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებობებზე სრულფასოვან წვდომას.
გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს:
- ERASMUS+ მობილობის პროგრამაში მონაწილეობის საკონკურო წესი;
- ERASMUS+ განაცხადის ფორმა (ქართულ and the ინგლისურ ენებზე);
- Erasmus+ შეფასების კრიტ. ფორმულარი;
- კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული სპეციალობების სია “UNATC INFO”.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
- შევსებული განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- CV;
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; სტუდენტი რომელიც ვერ წარმოადგენს აღნიშნულ სერტიფიკატს, ვალდებულია ტესტირება გაიაროს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში ინგლისურ ენაში, B2 დონეზე;
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისგან.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2025 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: IROffice@tafu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, პირველი კორპუსი, მესამე სართული, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: IROffice@tafu.edu.ge