2024 წლის 2 – 6 სექტემბერს გამართულ თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის – „ოქროს მტევანი“ – ფარგლებში, პროექტების კონკურსის (პიჩინგი) გამარჯვებულთა შორის არიან კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტები: ანა მამაიაშვილი და ლუკა კოპალეიშვილი (I ადგილი – „ჩემი ფესვები მტოვებენ“).
ქართული სტუდენტური ფილმების კატეგორიაში, კინო-ტელე ფაკულტეტის სტუდენტთა ფილმებმა გაიმარჯვეს შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ქართული სტუდენტური ფილმი – „სამგორის გოგოები“ – ანა მამაიაშვილი.
საუკეთესო სცენარი, ქართული სტუდენტური ფილმი – „ზღაპარი ლიზისთვის“ – ნინი ბიბილეიშვილი.
სტუდენტური ფილმების კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები: თამარ ბართაია – დრამატურგი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და გიორგი ჩართოლანი – პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი.