
ბრძანება N 67/2
2025 წლის 01 მაისი ქ. თბილისი
სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსის გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. 2025 წლის 5 მაისიდან გამოცხადდეს კონკურსი უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად;
2. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის 20 მაისიდან და გაგრძელდეს 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით.
3. ბიბლიოთეკის დირექტორის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება (უპირეტესობა მიენიჭება სახელოვნებო მიმართულებით უმაღლეს განათლებას);
ბ) საბიბლიოთეკო სისტემაში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (საგანმანათლებლო-სახელოვნებო დაწესებულების ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
გ) სახელმწიფო (ქართული) ენის ცოდნა;
დ) უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) ცოდნა B2 დონეზე;
ე) Microsoft Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook), ინტერნეტისა და ელ. ფოსტის აპლიკაციების ცოდნა;
ვ) დამატებითი მოთხოვნები:
- კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
- დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.
4. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების მსურველმა კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (აკადემიური საბჭოს სახელზე);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
- მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ფოტოსურათით;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ენის სერტიფიკატი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 29.04.2025 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 5 დადგენილება
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი