სიახლე

ბრძანება N 75/2, 2023 წლის 07 აპრილი ქ. თბილისი, სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ბრძანება N 75/2

2023 წლის 07 აპრილი ქ. თბილისი

სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს კონკურსი /საკონკურსო მოთხოვნები – დანართი 1/.

2. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 07 აპრილიდან.

3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 08 მაისი და გაგრძელდეს 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით.

4. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

5. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი: http://tafu.edu.ge/.

6.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საორგანიზაციო სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

საფუძველი: ინსტიტუტის დირექტორის პროფ. გ. ცქიტიშვილის

                                                                06.04.2023 წლის მოხსენებითი ბარათი.

გიორგი შალუტაშვილი                                                               

რ ე ქ ტ ო რ ი

Back to list