ბრძანება N 99/2
2023 წლის 24 მაისი ქ. თბილისი
გიორგი ცქიტიშვილის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის დირექტორად დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დაინიშნოს უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ცქიტიშვილი 2023 წლის 24 მაისიდან, 5 წლის ვადით.
2. შრომითი უფლება-მოვალეობები, შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა თანამდევი საკითხები განისაზღვროს საშტატო ნუსხის შესაბამისად.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.
საფუძველი: 24.05.2023 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის
№ 8 დადგენილება
გიორგი შალუტაშვილი
რ ე ქ ტ ო რ ი