საქართველის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები დოქტორანტურაში ტარდება სექტემბერში.
საბუთები მიიღება სექტემბერში.
გამოცდები ჩატარდება სექტემბერში.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად.
დოქტორანტურის კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება (ივსება ელექტრონულად);
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV).
3. ორი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით).
4. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
6. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის/ მოდულის ხელმძღვანელის შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით.
7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში /TOEFL PBT, TOEFL IBT, IELTS ან Cambridge Exam/)
– ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული ენის სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/
– ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უცხოენოვანი დოქტორანტობის კანდიდატებისთვის.
/B2 დონის გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებს ის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატს ინგლისურ ან ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენაში.
– B1 დონის გამოცდას ინგლისურ ენაში ჩააბარებს ის, ვინც წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს ერთ-ერთ დასავლეთ ევროპულ ენაში/
8. ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.
9. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
10. სადოქტორო პროგრამის შესაბამის სფეროში შესრულებული ნაშრომი/პუბლიკაცია (სტატია); ასეთის არასებობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შესაბამის სფეროში სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვლევით უნარებს;
11. „დაგეგმილი კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს კვლევის მიზნებს და ამოცანებს, სიახლეს, კვლევის სავარაუდო მეთოდოლოგიას, კვლევის მოსალოდნელ შედეგებს და კვლევის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვას; დაცული უნდა იყოს წერის აკადემიური სტანდარტი (სქოლიო, გამოყენებული ლიტერატურა, ფორმატი: 5-7 ნაბეჭდი გვერდი, შრიფტი – „sylfaen“, შრიფტის ზომა – 11, ინტერვალი – 1);
12. შესაბამის სფეროში სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, დოქტორანტობის კანდიდიატის კვლევით გამოცდილებასა და უნარებზე (არსებობის შემთხვევაში);
13. შემოქმედებითი ნაწილის დოკუმენტური დადასტურება პორტფოლიოს სახით.
პორტფოლიო შეიძლება შეიცავდეს:
ა) დრამის ფაკულტეტის პროგრამებისთვის: სპექტაკლის ჩანაწერი, ფილმი, კლიპი, ექსპლიკაცია, პროექტი, აფიშის/ პროგრამის ელექტრონული ასლი, რეცენზია/გამოხმაურებები სპექტაკლის/ფილმის
შესახებ და სხვა ინფორმაცია შემოქმედებითი გამოცდილების შესახებ DVD დისკით)
ბ) კინოტელე ფაკულტეტის პროგრამებისთვის: ფილმი, სცენარი, თიზერი, ფოტო, ვიზუალური მასალა და სხვა განხორციელებული შემოქმედებითი პროექტები.
14. 40-ლარიანი ქვითარი
რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519
საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი,
შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.