სიახლე

ინფორმაცია „მხატვარ-გრიმიორის“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე რეგისტრაციის შესახებ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
2024-2025 სასწავლო წელს აცხადებს  მსმენელთა მიღებას
პროფესიული მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე:

  • მხატვარ-გრიმიორი

პროფესიული  მომზადების პროგრამა

მხატვარგრიმიორი

პროგრამის ხელმძღვანელი: ანა მურვანიძე

პროგრამის შესახებ:

გრიმიორის სპეციალობა სახელოვნებო სივრცეში არსებულ პროფესიებს მიეკუთვნება. იგი ძალზედ მნიშვნელოვანია თეატრსა და კინოში, ასევე ფოტო, სამოდელო და შოუ ბიზნესის სფეროებში. 36 კვირიანი სასწავლო კურსი მოიცავს თეატრალური და კინო გრიმის რამდენიმე სეგმენტს (ასაკობრივი გრიმი, სპეც-ეფექტები, ბოდი-არტი, ზღაპრული გრიმი და სხვ.), რაც მსახიობთან/მოდელთან მუშაობის პროცესში პერსონაჟის შექმნას ისახავს მიზნად. სასწავლო კურსი, მეტწილად, პრქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელიც , აუცილებელი წესით, შემოქმედებით მიდგომას გულისხმობს. პარალელურად, კურსის მსმენელები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოდის/გრიმის ისტორიული საკითხების შესახებ, გაეცნობიან რეჟისორთან, მხატვართან, გამნათებელთან მუშაობის სპეციფიკას.

საქართველოში 58-ზე მეტი კინო/ტელე სტუდიაა, 42-ზე მეტი თეატრი, რომლებსაც აკლიათ პროფესიული კადრები. მხატვარ-გრიმიორის პროფესიის კადრების დასაქმების არეალი დიდია საქართველოსა და საზღვარგარეთ. “მხატვარ-გრიმიორის” პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია , პროფესიული გრიმისა და ვიზაჟის მიმართულებით, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

მიღების წინაპირობა:  განათლება: საშუალო

  • ხატვისა და ძერწვის ზოგადი უნარები;
  • მაკიაჟის ზოგადი ცოდნა;
  • ფერთა აღქმის უნარი;
  • ადამიანებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის უნარი

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით.

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 20  მსმენელი.

მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 27 აგვისტოდან25 სექტემბრის ჩათვლით.

მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პორტალზე –

 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

https://vet.emis.ge/#/registration

მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები

https://vet.emis.ge/#/training-programs

რეგისტრირებული მსმენელებისთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2024  წლის  26 სექტემბერს.

გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება – 27 სექტემბერს.

შედეგების აპელაციის თარიღი – 28 სექტემბერი.

ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების თარიღი – 30 სექტემბერი.

სასწავლო პროცესი დაიწყება – 2024 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება – 2025 წლის 14 ივლისს.

სწავლის საფასური 900 ლარი (თვეში 100 ლარი)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge

ტელ: 574010636 / 577288716

Back to list