ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ორგანიზებული პირველი სამეცნიერო-შემოქმედებითი „კინოფორუმი“, რომელიც აერთიანებს: ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციას, მასტერკლასებს და ვორქშოფებს. კინოფორუმის მიზანია – კინო-ტელე ფაკულტეტზე სამეცნიერო-სასწავლო-შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება და ხარისხის ამაღლება. კინოფორუმი იქნება ყოველწლიური და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ არამხოლოდ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, არამედ აუდიოვიზუალურ სფეროში მოღვაწე სხვა მეცნიერებს და ხელოვანებს.
- სექციის ბმული – meet.google.com/fuo-jsdb-nmr