პროფესორ მანანა ბერიკაშვილის დამხმარე სახელმძღვანელო – „სავარჯიშოები მეტყველების ტექნიკის დასახვეწად“ – მისივე სახელმძღვანელოს – „მეტყველების კულტურის ძირითადი პრინციპები“ – დამატებაა. მომცრო ზომის „სამაგიდო წიგნში“, დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და ყველა დაინტერესებული საჯარო პირისთვის, სისტემურადაა დალაგებული და გადმოცემული სწორი მეტყველებისათვის განკუთვნილი სავარჯიშოები.
ISBN 978-9941-9938-4-8 (მესამე გამოცემა)