2024 წლის 28 თებერვალი
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გიორგი რაზმაძე იმყოფებოდა შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ისტორიული ნაწარმოების კვლევა“.
გიორგი რაზმაძემ გააკეთა მოხსენება „მხატვრული ტექსტის ადაპტაცია სტალინური პერიოდის კინოში“, რომელიც ეხება 1930-40-იანი წლების ქართულ კინოს და მასში არსებულ იდეოლოგიურ ხაზს, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, ასევე კონფლიქტს საბჭოთა ავანგარდსა და ნეოკლასიციზმს შორის, რუსული კოსმიზმისა და „მაღალი სტალინიზმის“ ურთიერთმიმართებას.
მოხსენების შემდეგ გიორგი რაზმაძემ მონაწილეობა. მიიღო დისკუსიაში. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, შედგა შეხვედრა აკადემიური მიმართულების გამომცემლობა „Brill“-ის (ლეიდენი, ნიდერლანდები) წარმომადგენელ მასჯა ჰორნსთან (Masja Horn).
მათ ისაუბრეს როგორც გიორგი რაზმაძის მიერ წარმოდგენილ კვლევაზე, ასევე, ზოგადად, თანამედროვე ქართულ მეცნიერებაზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე.