ნანა დოლიძე

დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

1991 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინომცოდნის სპეციალობით. ამავე წელს დაამთავრა სასწავლო კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დავით კლდიაშვილის ეკრანიზაცია ქართულ კინოში“.

1991 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტში იკავებდა სხვადასხვა აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობას: პედაგოგის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, სასწავლო ნაწილის გამგის, ფაკულტეტის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის.

2006 წლიდან დღემდე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2013 – 2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კინოს მიმართულების კურატორი;

2017 – 2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამსახურის უფროსი;

2018 – 2021 – საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი;

არის მონოგრაფიის „კინო და კლასიკური ლიტერატურა“ ავტორი, სახელმძღვანელოს  თანაავტორი,  კინოს, მასობრივი კომუნიკაციის, მედიის კვლევებისა და კულტურის სფეროში – 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.  არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსის ჟიურის წევრი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი; ასევე,  „ქართული კინომემკვიდრეობის რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის პროექტის“, „ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების“ პროექტის, ავტორი და ხელმძღვანელი; კულტურისა და განათლების სფეროში საგრანტო პროექტების მონაწილე და ხელმძღვანელი.

2021 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს დისციპლინებს: ჟურნალისტური ოსტატობის შემოქმედებითი საფუძვლები, მედიაპროპაგანდის მეთოდები, მასობრივი კომუნიკაციის განვითარების ძირითადი ტენდენციები, ტელევიზიის ჟანრულ-თემატური სტრუქტურა, კინო და ტელევიზია, ტელევიზია და აუდიტორია, მედიატექსტის კვლევის მეთოდები.