საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის მისიას წარმოადგენს უნივერსიტეტის, როგორც კვლევებზე ორიენტირებული ინსტიტუციის განვითარება, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების შესაბამის კვლევებს, უზრუნველყოფს კვლევითი პოტენციალის განვითარებასა და კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებას კვლევითი საქმიანობის წახალისების, მხარდაჭერისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო სტრატეგია ითვალისწინებს განვითარდეს წამყვან კვლევით დაწესებულებად საქართველოში სახელოვნებო მეცნიერებებისა (თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია და ა.შ.) და მასთან დაკავშირებული სხვა სფეროების მიმართულებით, ისწრაფვის მიაღწიოს საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელებისათვის საჭირო გარემოს შექმნას, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მხარდაჭერას და კვლევებში სტუდენტების ჩართვას; სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნება ღირებულებებს: აკადემიური კეთილსინდისიერება, პარტნიორობა და ჩართულობა, კვლევის ინტერნაციონალიზაცია, ინკლუზიურობა, გამოცდილ და ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევთი საქმიანობის ეფექტური მართვა, საზოგადოებაზე დადებითი გავლენა; უნივერსიტეტი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისას აკადემიურ თავისუფლებას განიხილავს როგორც სახელმძღვანელო პრინციპს.
უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის ძირითადი კერებია: სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, რომელშიც ერთიანდება სამეცნიერო მიმართულებები – თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია და ა.შ. და დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ხოლო დრამისა და კინოტელე ფაკულტეტები, როგორც, უმთავრესად, შემოქმედებითი მიმართულების სტრუქტურები, კვლევით საქმიანობას ახორციელებენ მათთან კოორდინაციაში. სადოქტორო პროგრამები, რომელთა ფარგლებში აქტიურად მიმდინარებს კვლევითი საქმიანობა სამივე ფაკულტეტზე ხორციელდება. სამეცნიერო კვლევების გამოცემის მძლავრი მხარამჭერია უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“.
უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებია: თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია, ხელოვნების მენეჯმენტი, მედიაკვლევები , სახელოვნებო განათლება, და სხვა სახელოვნებო სფეროსთან დაკავშირებული დარგები.
ბმულები:
- ხელოვნების მკლვევართა საერთაშორისო კონფერენცია
- ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული
- სახელოვნებო მეცნიერებების ძიებანი
- ART-კვლევები
- სტუდენტური კონფერენცია
- უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის სტრატეგია და სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების წესი
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმები და ფინანსური უზრუნველყოფა
- შემაჯამებელი ანგარიში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ – 2018-2023
- დაცული დისერტაციების სია – 2018-2023
- დაცული დისერტაციების სია – 2011-2018
- გამოცემული ნაშრომები – 2011-2018
- ჩვენი უცხოელი კოლეგების, ექსპერტების სია