საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიეროკვლევითი საქმიანობა

Acting Head of the Quality Assurance Office სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის მისიას წარმოადგენს უნივერსიტეტის, როგორც კვლევებზე ორიენტირებული ინსტიტუციის განვითარება, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების შესაბამის კვლევებს, უზრუნველყოფს კვლევითი პოტენციალის განვითარებასა და კვლევის შედეგების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებას კვლევითი საქმიანობის წახალისების, მხარდაჭერისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

Acting Head of the Quality Assurance Office  სამეცნიერო Strategy ითვალისწინებს განვითარდეს წამყვან კვლევით დაწესებულებად საქართველოში სახელოვნებო მეცნიერებებისა (თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია და ა.შ.) და მასთან დაკავშირებული სხვა სფეროების მიმართულებით, ისწრაფვის მიაღწიოს საერთაშორისო დონის კვლევების განხორციელებისათვის საჭირო გარემოს შექმნას, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მხარდაჭერას და კვლევებში სტუდენტების ჩართვას; სამეცნიერო საქმიანობა ეფუძნება ღირებულებებს: აკადემიური კეთილსინდისიერება, პარტნიორობა და ჩართულობა,  კვლევის ინტერნაციონალიზაცია, ინკლუზიურობა, გამოცდილ და ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევთი საქმიანობის ეფექტური მართვა,  საზოგადოებაზე დადებითი გავლენა; უნივერსიტეტი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისას აკადემიურ თავისუფლებას განიხილავს როგორც სახელმძღვანელო პრინციპს.

უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის ძირითადი კერებია: Art Sciences, Media and Management Faculty, რომელშიც ერთიანდება სამეცნიერო მიმართულებები – თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია და ა.შ. და Dimitri Janelidze Scientific-Research Institution. ხოლო დრამისა და კინოტელე  ფაკულტეტები, როგორც, უმთავრესად, შემოქმედებითი მიმართულების სტრუქტურები, კვლევით საქმიანობას ახორციელებენ მათთან კოორდინაციაში. სადოქტორო პროგრამები, რომელთა ფარგლებში აქტიურად მიმდინარებს კვლევითი საქმიანობა სამივე ფაკულტეტზე ხორციელდება. სამეცნიერო კვლევების გამოცემის მძლავრი მხარამჭერია უნივერსიტეტის Publishing House “Kentavri”.

უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებია: თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია, ხელოვნების მენეჯმენტი, მედიაკვლევები , სახელოვნებო განათლება, და სხვა სახელოვნებო სფეროსთან დაკავშირებული დარგები.

ბმულები: