სიახლე

საქართველოს სტუდენტთა XVI სამეცნიერო კონფერენცია ჩატრდა 2023 წლის 16-17 მაისს და მიეძღვნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის იუბილეს. მას წელს 100 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად, კონფერენციებისთვის საგანგებოდ შეიქმნა ემბლემა (დიზაინი – ივ. კიკნაძე), რომელიც ყველა საკონფერენციო პროდუქციაზე გამოისახა.

საქართველოს სტუდენტთა XVI სამეცნიერო კონფერენცია ჩატრდა 2023 წლის 16-17 მაისს და მიეძღვნა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის იუბილეს. მას წელს 100 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად, კონფერენციებისთვის საგანგებოდ შეიქმნა ემბლემა (დიზაინი – ივ. კიკნაძე), რომელიც ყველა საკონფერენციო პროდუქციაზე გამოისახა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტუდენტმა. მათი უმრავლესობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე სწავლობენ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ივ, ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

16 მაისს სექციების მუშაობა წარიმართა ონლაინ და იმუშავა 10 სექციამ: თეატრმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ჟურნალისტიკის, ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის. ცალკე სექცია მიეძღვნა დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს, რომელზეც ასოც. პროფასორ მაია კიკნაძის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები. სექციებს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები და ასოცირებული პროფესორები: მაკა ვასაძე, ანანო სამსონაძე, ზვიად დოლიძე, ნატო გენგიური, ლაურა კუტუბიძე, გიორგი ჩართოლანი, მალხაზ ღვინჯილია.

17 მაისს გაიხსნა სტუდენტური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტების სანდრო ბალახაძისა და ია აბუსერიძის, ასევე, თეატრმცოდნეობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტის ანა სულამანიძის ფერწერული კომპოზიციები. გამოფენა გახსნეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, პროფესორმა ნატო გენგიურმა. სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები.

17 მაისს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართა მომხსენებელ-სტუდენტთა სიგელებით დაჯილდოების ღონისძიება და სტუდენტური კონფერენციის იუბილესადმი მიღვნილი შემოქმედებითი საღამო – კონცერტი.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის ორგანიზატორი, პროფესორი ნატო გენგიური, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზვიად დოლიძე, პროფესორები ლელა ოჩიაური, გიორგი ჩართოლანი, მალხაზ ღვინჯილია და უნივერისტეტის ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ანანო სამსონაძე. სიგელები გადასცემის ცერემონია მღელვარე და პოზიტიურ ატმოსფეროში ჩატარდა, თავისი ემოციები გამოხატეს სტუდენტებმა, რომლებიც სცენიდან მიმართავდნენ მაყურებლებს. ღონისძიების წამყვანი გახლდათ სამსახიობო სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი ნინუცა ნაჩხატაშვილი.

ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი: უჩა დვალიშვილი); და ასევე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამუსიკო მიმართულების სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი თორნიკე მანწკავა).

კონფერენცია გაშუქდა საზოგადოებირვი რადიოთი და ტელევიზიით, ხოლო სიგელების გადაცემის ცერემონია და კონცერტი სრულად გადაიღო TAFU TV.

იხ. ფოტო მასალა

Back to list