- მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი) – 4 ადგილი
- თეატრის რეჟისურა – 2 ადგილი
- ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი – 4 ადგილი
- ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) – 2 ადგილი
დრამის ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება
მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 15 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 26 აგვისტოს 18:00 საათზე!
- მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
- სტუდენტმა უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
- შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში –15 აგვისტოდან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე.
შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების განრიგი:
დრამისა და კინოს მსახიობი – I ტური – 29 -30 აგვისტო, 10:00 საათიდან
გამოცდა – 2 სექტემბერი, 10:00 საათიდან
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
თეატრის რეჟისურა – 29 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი – 29 აგვისტო, 11:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი – 31 აგვისტო, 11:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
4 სექტემბერს სრულად გამოქვეყნდება შემოქმედებითი ტურების/კონკურსის შედეგები და გადაიგზავნება მართვის სისტემაში.
შემოქმედებითი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია სტუდენტის დარეგისტრირება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge), 2024 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 12-13 სექტემბერს, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობა;
- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
- ჩარიცხვის ბრძანება;
- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
- ფოტო 3×4;
- ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა / ასლი.
13-14 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი კონკურსის/ტურების მოთხოვნები
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის)
სპეციალობაზე
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად I ტური და გამოცდა.
I ტური – პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის სასწავლო პროგრამის ასათვისებლად აუცილებელი ფიზიკური კონდიციები, მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა; შესარჩევი ტურისათვის სტუდენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი. რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, ის მიეცემა სტუდენტს ტურის მიმდინარეობის დროს – ეს შეიძლება იყოს სტუდენტის მონათხრობი, ბიოგრაფია, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.
გამოცდა – მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა შეასრულოს:
- სიმღერა;
- საცეკვაო ნომერი.
(მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს I ტურზე წარმოდგენილი პროგრამა).
უნდა წაიკითხოს:
- პროზაული ნაწარმოები ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა პროზაული ნაწარმოებებიდან;
- ლექსი ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა პოეტური ნაწარმოებებიდან;
1. პროზა | 2. პოეზია |
აკაკი წერეთელი | ვაჟა ფშაველა |
მიხეილ ჯავახიშვილი | ტერენტი გრანელი |
გრიგოლ რობაქიძე | ლადო ასათიანი |
გოდერძი ჩოხელი | შოთა ნიშნიანიძე |
გურამ დოჩანაშვილი | ანა კალანდაძე |
თამარ ბართაია | ტარიელ ხარხელაური |
დათო ტურაშვილი | რატი ამაღლობელი |
პროზაული ნაწარმოების ან ნაწყვეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 5-7 წუთი, პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან მინიმუმ 48 სიტყვა.
3. სტუდენტის მიერ შერჩეული იგავ-არაკი (ლექსის ფორმით).
- იგივე მასალა მან უნდა შეასრულოს საგამოცდო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით.
- ამასთანავე, სტუდენტს მიეცემა უცნობი ტექსტი წიგნიდან წასაკითხად.
- სტუდენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და სამსახიობო მონაცემები.
- გასაუბრების სახით შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
თეატრის რეჟისურის
სპეციალობაზე
თეატრის რეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი – წერითი გამოცდა და II ეტაპი – გასაუბრება.
არსებობის შემთხვევაში, სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი (სცენარი, მოთხრობა, ჩანახატი, ფოტოები, ნარკვევი, მხატვრული კოლაჟი და სხვა), რომელიც წარმოაჩენს მისი მხატვრული აზროვნების უნარს.
I ეტაპი – სტუდენტმა გამოცდისათვის გამოყოფილ 4 საათში უნდა შეძლოს პიესის ანალიზის დაწერა (კომისიის მიერ შემოთავაზებული პიესებიდან სტუდენტის მიერ არჩეული პიესის ანალიზი).
სტუდენტს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, ანალიზის და შეთხზვის უნარი; მას უნდა შეეძლოს მოვლენის გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.
II ეტაპი: გასაუბრება ქართული და მსოფლიო ლიტერატურის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ისტორიის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კლასიკურ და თანამედროვე დრამატურგიას. გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
სარეკომენდაციო პიესები:
გიორგი ერისთავი – „გაყრა“
დავით კლდიაშვილი – ,,ირინეს ბედნიერება“, ,,დარისპანის გასაჭირი“
შალვა დადიანი – ,,გუშინდელნი“
პოლიკარპე კაკაბაძე – ,,ყვარყვარე თუთაბერი“
სოფოკლე – ,,ოიდიპოს მეფე“
ევრიპიდე – ,,მედეა“
უილიამ შექსპირი – ,,ჰამლეტი“, ,,რომეო და ჯულიეტა“, ,ჭირვეულის მორჯულება“
მოლიერი – ,,ტარტიუფი“, ,,დონ ჟუანი“
კარლო გოლდონი – ,,სასტუმროს დიასახლისი“
ფრიდრიხ შილერი – ,,ყაჩაღები“ჰენრიკ იბსენი – ,,ნორა, ანუ თოჯინების სახლი“
ანტონ ჩეხოვი – ,,სამი და“, ,,ალუბლის ბაღი“
ფედერიკო გარსია ლორკა – ,,სისხლიანი ქორწილი“
ბერტოლდ ბრეხტი – ,,სამგროშიანი ოპერა“
ჟან ანუი – ,,ანტიგონე“
ეჟენ იონესკო – ,,მარტორქა“
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის
სპეციალობაზე
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
- მოწმდება ფიზიკური კონდიციები, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა.
- ქართული ცეკვის ინდივიდუალური შესრულება (უნდა შესრულდეს ქართული ცეკვის (სხვადასხვა კუთხის) წინასწარ მომზადებული რამდენიმე ფრაგმენტი).
- ქორეოგრაფიული ეტიუდი (იმპროვიზაცია) – კომისიის მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე, კონკურსანტმა უნდა შეასრულოს იმპროვიზაცია, სადაც შემოწმდება სადადგმო უნარები: მუსიკალური და ქორეოგრაფიული მასალის (დრამატურგიის) თანხვედრა.
- ქორეოგრფიული ნაწარმოების კომპოზიცია – ქორეოგრაფიული კონცეფციის წერილობით წარდგენა და ანალიზი. (წერილობითი და ზეპირი ფორმით).
- ნებისმიერ თავისუფალ თემაზე ან შემოთავაზებულ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალიდან (სურვილის მიხედვით) კონკურსანტი წარმოადგენს ქორეოგრაფიული ნაწარმოების პროგრამასა და ლიბრეტოს, წარმოაჩენს ნაწარმოების მოკლე შინაარსს და მაყურებლისთვის საჭირო, აუცილებელ მასალას (მაქსიმუმ ნაბეჭდი 2 გვერდი). მან უნდა შეძლოს ნაწარმოებში არსებული მოვლენის გაანალიზება და ქორეოგრაფიული გადაწყვეტის მისეული ხედვის წარმოჩენა. უნდა უპასუხოს წარმოდგენილი ნაშრომის ირგვლივ კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
- გასაუბრება ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე (ზეპირი ფორმით) მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით. შემოწმდება კონკურსანტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო ქორეოგრაფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების მიმართულებით.
კონკურსანტის მიერ ასარჩევი ლიტერატურული ნაწარმოების ქართველ ავტორთა სარეკომენდაციო ჩამონათვალი:
სულხან-საბა ორბელიანი;
გალაკტიონ ტაბიძე;
ნიკოლოზ ბარათაშვილი;
გრიგოლ ორბელიანი;
ილია ჭავჭავაძე;
ვაჟა-ფშაველა;
ალექსანდრე ყაზბეგი;
აკაკი წერეთელი;
გიორგი ლეონიძე;
გურამ რჩეულიშვილი;
გურამ დოჩანაშვილი.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი ტური
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი)
სპეციალობაზე
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
მოწმდება სტუდენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.
შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია სტუდენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).
სტუდენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით:
- ქრისტე აღდგა (სვანური)
- ასე ჩონგური (მეგრული)
- გოგოვ შავთვალა (ქართლური)
- ვარდსა ჰკითხეს (გურული)
- ლაჟღვაში (სვანური)
- ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული)
- მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა)
- მეგრული ალილო
- კახური ნანა
- ოკრიბული/იმერული მგზავრული
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!