1. თეატროლოგია
2. კინომცოდნეობა
3. ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია)
4. მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა)
5. კულტურული ტურიზმი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე შიდა მობილობის ფარგლებში გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი.
10 – 11 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები
მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა) – 2 ადგილი.
კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
სხვა სპეციალობებზე შიდა მობილობის ვაკანტური ადგილების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
გისურვებთ წარმატებას!!!