სიახლე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 სასწავლო წელს აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

2024 სასწავლო წელს აცხადებს  მსმენელთა მიღებას

 პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • თეატრალური კოსტუმის მკერავი
  • თეატრალური კოსტუმის აქსესუარისა  და ქვილთის სპეციალისტი

პროფესიული  გადამზადების პროგრამა

თეატრალური კოსტუმის მკერავი

პროგრამის ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი

პროგრამის შესახებ:

მსმენელები  36 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან  ქალისა  და მამაკაცის თეატრალური კოსტუმის შექმნას, შეისწავლიან  და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო  უნარებს. პროგრამა შედგება  რამდენიმე ეტაპისგან  (ნაციონალური  სამოსი; რენესანსის ეპოქის სამოსი;  როკოკო – ბაროკო; XIX-XX საუკუნის კოსტუმი, თეატრალურ-აბსტრაქტული კოსტუმი) და ყოველი ეტაპის დასრულებისას,  პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი წარმოადგენს მის მიერ შექმნილ სხვადასხვა ეპოქის  ქალისა  და მამაკაცის თეატრალურ კოსტუმს.

მიღების წინაპირობა:

  • კერვის  საფუძვლების ცოდნა;
  • სამკერვალო ტექნიკის, თბურ-დანამვითი მოწყობილობების და მისი უსაფრთხოების წესების ცოდნა-გამოყენება;
  • მასალასთან და თარგთან  მუშაობის ზოგადი უნარ-ჩვევა;

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 10 მსმენელი

მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 12 იანვრიდან– 23 თებერვლისჩათვლით.

მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პორტალზე –

 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

https://vet.emis.ge/#/registration

მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-programs

ვინც რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, მათთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 26 თებერვალს.

გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება – 27თებერვალს.

აპელაციის ვადა  – 28 თებერვალი.

ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების თარიღი – 29 თებერვალი.

სასწავლო პროცესი დაიწყება – 2024 წლის 1 მარტს  და დასრულება – 2024 წლის 15 ნოემბერს.

სწავლისსაფასური – 855 ლარი (თვეში 95 ლარი)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge

ტელ: 574010636

პროფესიული  გადამზადების პროგრამა –

თეატრალური კოსტუმის აქსესუარისა  და ქვილთის სპეციალისტი

პროგრამის ხელმძღვანელი: ანკა კალატოზიშვილი

პროგრამის შესახებ:

მსმენელები  36 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან  თეატრისა და კინოს კოსტუმის აქსესუარებისა  და ტექსტილის (ქვილთის)  შექმნას, შეისწავლიან  და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო  უნარებს. პროგრამა შედგება  რამდენიმე ეტაპისაგან  (ნაციონალური  სამოსის  აქსესუარი;  რენესანსის ეპოქის სამოსის  აქსესუარი; როკოკო – ბაროკო სტილის სამოსის  აქსესუარი;  XIX -XX საუკუნის კოსტუმის აქსესუარი; ქვილთის შექმნის ტექნიკის საფუძვლები;  ტექსტილის ნიმუშების შექმნა – თავისუფალი გეომეტრია) და ყოველი  ეტაპის დასრულებისას,  პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი  წარმოადგენს მის მიერ შექმნილ  მამაკაცისა და ქალის კოსტუმის აქსესუარებსა და შექმნილი ტექსტილის ნიმუშებს.

მიღების წინაპირობა:

  • კერვის  საფუძვლების ცოდნა;
  • სამკერვალო ტექნიკის, თბურ-დანამვითი მოწყობილობების და მისი უსაფრთხოების წესების ცოდნა-გამოყენება;
  • მასალასთან და თარგთან  მუშაობის ზოგადი უნარ-ჩვევა;

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 10 მსმენელი

მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 12 იანვრიდან – 23 თებერვლის ჩათვლით.

მსმენელის რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალური პორტალზე –

 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია

https://vet.emis.ge/#/registration

მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები https://vet.emis.ge/#/training-programs

ვინც რეგისტრაციის შემდეგ მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, მათთვის გამოცდა-გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 26 თებერვალს.

გამოცდა-გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება – 27 თებერვალს.

აპელაციის ვადა  – 28 თებერვალი.

ჩარიცხულთა საბოლოო სიის გამოქვეყნების თარიღი –29 თებერვალი.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2024 წლის 1 მარტს და დასრულება – 2024 წლის 15 ნოემბერს.

სწავლისსაფასური – 585 ლარი (თვეში 65 ლარი)

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ელ-ფოსტა: info@tafu.edu.ge

ტელ: 574010636

Back to list