სიახლე

სიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის პროდიუსერის თანამდებობის პოზიციაზე შემდეგი

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს  უნივერსიტეტის სასწავლო სტუდიის პროდიუსერის თანამდებობის პოზიციაზე შემდეგი

 საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით:

1) მინიმალური განათლება – უმაღლესი

2) სამუშაო გამოცდილება – პროდიუსერად მუშაობის ( მინიმუმ 5 წელი)

3) წარმოადგინოს განხორციელებული პროექტები ( მინიმუმ 3 )

4) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( word, excel )

5) დაფინანსების წყაროსთან  სავალდებულო კომუნიკაციის უნარი

6) ზოგადი ცოდნა ფილმწარმოებაში გამოსაყენებელ აპარატურაზე და მის ექსპლუატაციაზე (ტექნიკური შესაძლებლობები, ურთიერთთავსებადობა, უსაფრთხოება)

უნარ-ჩვევები:

პასუხისმგებლობის გრძნობა;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;

თვითგანვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;

სწორად დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;

კონკურსი გამოცხადდეს

კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 18 იანვრიდან 

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს: 2024 წლის 30 იანვარი

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@tafu.edu.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: + 995 32 2999-411 (#151 ან #152)

Back to list