სიახლე

სტაჟირების პროგრამა

თბილისის მუზეუმების გაერთიანება აცხადებს 3-თვიანი სტაჟირების პროგრამას, რომლის მიზანია სამუზეუმო სფეროში დაინტერესებულ ზრდასრულ პირთა აქტიური ჩართულობა მუზეუმის თანამედროვე პროცესებში.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები:

  • გაეცნობიან სამუზეუმო და საფონდო საქმიანობის სპეციფიკას;
  • გაივლიან სტაჟირებას გაერთიანების ერთ-ერთ მუზეუმში;
  • აქტიურად ჩაერთვებიან სამუზეუმო მუშაობის შიდა პროცესებში;
  • მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებების, პროექტებისა და გამოფენების დაგეგმვა-განხორციელებაში.

სტაჟირება შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვადასხვა მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ადმინისტრაციულ სამსახურში:

  • ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი |ორი ადგილი
  • კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი |ორი ადგილი
  • ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი |ოთხი ადგილი
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ – მუზეუმი |ორი ადგილი
  • გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ – მუზეუმი |ორი ადგილი
  • კომუნიკაციისა და პროექტების მიმართულების სამსახური |ორი ადგილი

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infotbilisimuseumsunion@gmail.com

– სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში განიხილება დასაქმება.

– სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ თბილისის მუზეუმების გაერთიანება მონაწილეებს გადასცემს ორენოვან სერტიფიკატებს.

– განცხადების მიღების ბოლო ვადა: 28ივნისი.

– სტაჟირების სამთვიანი პროგრამა დაიწყება 2024 წლის წლის 1 ივლისს.

Back to list