კონფერენციის შესახებ

საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური კონფერენცია  მიზნად ისახავს სტუდენტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების გზით სწავლების ხარისხის ამაღლებას, თეორიულად ათვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენების, საჯარო გამოსვლის, დისკუსიაში მონაწილეობის, აზრის გამოთქმის და სხვა პრაქტიკული ჩვევების განვითარებას. სტუდენტური კონფერენციები არის ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შორის  კონტაქტის დამყარების საშუალება.

სტუდენტური კონფერენცია განკუთვნილია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ:

  • თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობისა და სხვა ჰუმანიტარულ სპეციალობებზე;
  • ჟურნალისტიკისა და მედიის,
  • ხელოვნების მენეჯმენტის,
  • კულტურული ტურიზმის სპეციალობებზე ან/და არიან სახელოვნებო-საშემსრულებლო მიმართულების სტუდენტები და სურვილი აქვთ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პედაგოგის ხელმძღვანელობით მოამზადონ საკონფერენციო მოხსენება და წარუდგინონ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

სტუდენტური კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჩვენი უნივერსიტეტისა და  საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

ორგანიზატორი:

ნატო გენგიური, პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.

ლინკები სტუდენტური კონფერენციისთვის:

2021 წლის XIV კონფერენცია

2020 წლის XIII კონფერენცია

– პროფესორი ნატო გენგიური სტუმრად რადიო იმედზე, გადაცემაში “17:17” ნიკოლოზ წულუკიძესთან

– საუბრის თემა: 15 მაისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ რეჟიმში ჩატარებული საქართველოს სტუდენტთა მე-13 სამეცნიერო კონფერენცია და მომავალი ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის შესახებ.

– იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=GOx51xBHRMs&feature=youtu.be

2019 წლის სტუდენტური კონფერენცია

2018 წლის სტუდენტური კონფერენცია

2017 წლის სტუდენტური კონფერენცია

2016 წლის სტუდენტური კონფერენცია

2015 წლის სტუდენტური კონფერენცია

2014 წლის სტუდენტური კონფერენცია

I-VI კონფერენციების არქივი