სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
განცხადება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის N05/91 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის დადგენილება N359 21/10/2024 უქმე დღის განსაზღვრის შესახებ საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ დაადგინა:
- სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული არჩევნების კენჭისყრის თარიღი შეიცვალოს და განისაზღვროს 2024 წლის 24 ოქტომბერი;
- საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილას.
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კადრების და კანცელარიის სამსახურს;
- წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64);
- დადგენილება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი #17, 22.10.2024 წ.