სიახლე

ᲧᲣᲠᲐᲓᲦᲔᲑᲐ – ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ!

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბრძანება N 66/2

2024 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი

დრამის და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

                       სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი 

კულტურული ტურიზმის მიმართულება

1. ასოცირებული პროფესორი      1 საშტატო ერთეული

დრამის ფაკულტეტი

სამსახიობო ხელოვნების მიმართულება /სასცენო მეტყველება/

1. ასისტენტ-პროფესორი  1 საშტატო ერთეული

2.  დრამისა და სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრებისა და კანცელარიის სამსახურის კადრების მიმართულების კოორდინატორი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 29 აპრილიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 29 მაისიდან და გაგრძელდეს 2024 წლის 07 ივნისის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/.

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64.

                                               საფუძველი: 2024 წლის 24 აპრილის აკადემიური საბჭოს

                                                                      სხდომის # 7 დადგენილება.

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

Back to list