მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!
2024/25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობით, მხატვრული და დოკუმენტური კინორეჟისურის სპეციალობაზე გადმოსვლის მსურველი სტუდენტებისათვის, ივნისში ცხადდება მიღება მოსამზადებელ სასწავლო პროგრამაზე (ხანგძლივობა 2 თვე).
რეგისტრაციისათვის გთხოვთ მობრძანდეთ 14 ივნისს დღის 12 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში.
სწავლა დაიწყება 16 ივნისს და დასრულდება 16 აგვისტოს.
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი N 40, უწყვეტი განათლების სასწავლო ცენტრი, ოთახი -#207
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 947 047; 551 170 565