სიახლე

ყურადღება! ხელოვნების მკვლევართა XVII საერთაშორისო კონფერენცია – კულტურა ციფრულ ეპოქაში

2024 წლის 8-10 ოქტომბერს გაიმართება ხელოვნების მკვლევართა XVII საერთაშორისო კონფერენცია. წლევანდელი პრიორიტეტული თემაა „კულტურა ციფრულ ეპოქაში“.

ხელოვნება, ისევე როგორც მთელი კულტურა, ციფრულ ეპოქაში გარდაუვალ ცვლილებებს განიცდის, თანამედროვე კულტურაში ციფრული ტექნოლოგიების დიდი მნიშვნელობის უარყოფა შეუძლებელია. ჩვენი წლევანდელი კონფერენციის თემაა არა მხოლოდ კომუნიკაციის ციფრული საშუალებების გავლენა ხელოვნებასა და კულტურაზე, არამედ მასთან „არაციფრული“, „ციფრულამდელი“ ხელოვნებისა და კულტურის მიმართება, ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების წარმოჩენა.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები ემთხვევა კონფერენციის თემატიკასა და მიმართულებებს.

მოხსენება უნდა წარმოადგენდეს ახალ სამეცნიერო კვლევას, არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.

კონფერენციაზე იმუშავებს თეატროლოგიის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკოლოგიის, ქორეოლოგიისა და მედიის სექციები; ასევე, თავისუფალი თემატიკის სექციები სახელოვნებო მიმართულებებით და კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები. წლევანდელი სიახლეა ის, რომ იმუშავებს კონკრეტულ პრობლემატიკაზე ორიენტირებული სექციები: ციფრული ეპოქის გამოწვევები მუსიკასა და თეატრში, თეატრი და კინო ციფრულ ეპოქაში, გენდერული საკითხი ციფრული ეპოქის მედიაში, ხელოვნება და კონფლიქტური ზონები ციფრულ ეპოქაში, სახელოვნებო განათლება ციფრულ ეპოქაში.

კონფერენციის თემატური მასალები გამოიცემა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებულში“ ორ ენაზე – ქართულ-ინგლისურად, ხოლო თავისუფალი სექციის მასალები – ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.

ბოლო ვადები:

01 ივისი – ქართული და ინგლისური თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა;

10 აგვისტო – მოხსენების სრული ტექსტის (ქართულად) წარმოდგენის ბოლო ვადა;

30 ოქტომბერი – თემატური (კულტურა სივრცულ ეპოქაში) სტატიების სრული ტექსტის ინგლისური თარგმანის გადმოგზავნა.

თხოვნები:

მოთხოვნილია ახალი გამოკვლევა, დასმული პრობლემის აქტუალობა, კვლევის სიღრმე და შედეგების სიახლე. ნაშრომები წაკითხული იქნება კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს და კრებულის სარედაქციო საბჭოს მიერ.

პარამეტრები:

თეზისები და მოხსენებები უნდა გამოიგზავნოს ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:  conference@tafu.edu.ge

თეზისები ქართულად არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს.

თეზისები ინგლისურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 გვერდისა.

ქართული შრიფტი – სილფაენი, ინგლისურისთვის Times New Roman; ზომა – 12, დაშორება – 1,15.

მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 6 გვერდს.

კონფერენციის ორგანიზატორი:

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი,

პროფესორი ნატო გენგიური

ტელ. 577947003; 593244278

ელ. ფოსტა: conference@tafu.edu.ge

Back to list