თვითმმართველობის დებულება (pdf)
სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სტუდენტების ინტერესებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და მართვის ორგანოებთან ურთიერთობისას, იცავს მათ უფლებებს და ხელს უწყობს სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას. სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას და მისი ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განსაზღვრავს.
სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის მიზნებია:
- სტუდენტთა პროფესიული მომზადების დონისა და შემოქმედებითი აქტიურობის განვითარება;
- სტუდენტების თვითრეალიზებისა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- სტუდენტთა კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა;
- სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა;
- სტუდენტთა ადმინისტრაციული და სასწავლო პრობლემების მოგვარება;
- კულტურული, სპორტული, სამეცნიერო და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა;
- სტუდენტთა შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენა;
- სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობების დამყარება;
- სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მართვაში.
სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილია:
- მოაწყოს შეხვედრები, ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები, ლიტერატურული, სპორტული, კულტურული, გასართობი, სამეცნიერო ღონისძიებები;
- სტუდენტური თვითმმართველობა თანამშრომლობს საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 0322 99 94 11
ელ-ფოსტა: selfgovernment@tafu.edu.ge