განცხადება
ცხადდება მიღება მაგისტრატურაში 2025-2026 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
დრამის ფაკულტეტი
1. სადადგმო ხელოვნება (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი) – თეატრის რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღ:. პროფ. ა. ვარსიმაშვილი
2. თეატრისა და კინოს დრამატურგის ხელოვნება (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი) – ჯგუფის ხელმძღ: ხელოვნებათმც. დოქტ. თ. ბართაია
კინო-ტელე ფაკულტეტი
1. აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ხმის, ტელე).
ა/ დოკუმენტური კინოს რეჟისურა – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. ვ. ზუბაშვილი
ბ/ ტელერეჟისურა – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. ო. ლითანიშვილი
2. კინო-ტელე ოპერატორი (თეორია და პრაქტიკის ანალიზი) – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. დ. გუჯაბიძე
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
- თეატროლოგია
ა/ ქართული თეატრი – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. გ. ცქიტიშვილი
ბ/ თანამედროვე მსოფლიო თეატრი – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. მ. ვასაძე
გ/ სათეატრო კრიტიკა და თეორია – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. თ. ცაგარელი
2. კინომცოდნეობა
კინოს ისტორია – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. ზ. დოლიძე
3. ხელოვნებათმცოდნეობა (ქართული ხელოვნება – კვლევა და დაცვა) – ჯგუფის ხელმძღვ. ნ. გენგიური
4. კულტურული ტურიზმი – ჯგუფის ხელმძღ: პროფ. მ. ღვინჯილია
5. არტჟურნალისტიკა – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. ნ. დოლიძე
6. ხელოვნებისა და კულტურის მენეჯმენტი – ჯგუფის ხელმძღ: ას. პროფ. დ. ჭუმბურიძე
მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები.
- განცხადება (დანართი 1)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- ავტობიოგრაფია (CV).
- ორი ფოტოსურათი /3X4/ დისკთან ერთად.
- უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- უმაღლესი განათლების დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- სამოტივაციო წერილი.
- შემოქმედებითი მასალა, დრამის და კინო-ტელე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის.
- სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი გამოცდაზე მიღებული შედეგებით.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი /B2 დონე/
- 40 ლარიანი ქვითარი
რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519
ერთზე მეტ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, თითოეულ პროგრამაზე დამატებით გადასახდელია 20 ლარი.
აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ყველა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მატერიალური სახით (უნივერსიტეტის I კორპუსში, შოთა რუსთაველის გამზირი 19) – 22-25 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმება);
გამოცდა (ტესტირება) ინგლისურ ენაში ჩატარდება -15 სექტემბერს
/მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისურ ენაში B2 დონის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს/
სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 16, 17, 18, 19, 22 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 29 სექტემბერს.
საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი,
შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.
ეკატერინე მერმანიშვილი – 577727030 – emermanishvili@tafu.edu.ge
ნინო ხუციშვილი – 577288710 – infostudents@tafu.edu.ge (რეგისტრაცია)
საგამოცდო საკითხები და მიღების წესები და პირობები იხილეთ:
საგამოცდო საკითხები
დანართი 1 – დრამის ფაკულტეტი
დანართი 2 – კინო-ტელე ფაკულტეტი
დანართი 3 – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
მიღების წესები და პირობები
დანართი 1 – დრამის ფაკულტეტი
დანართი 2 – კინო-ტელე ფაკულტეტი
დანართი 3 – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი