2024 წლის კონფერენციის ამსახველი მასალა
2024 წლის 8-9 ოქტომბერს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ხელოვნების მკვლევართა XVII საერთაშორისო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში. კონფერენცია წელს გაიმართა პრიორიტეტული თემით „კულტურა ციფრულ ეპოქაში“.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ხელოვნებისა და კულტურის საკითხების კვლევებს და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, ახალგზარდა მკვლევარების ჩართულობას სამეცნიერო კვლევით პროცესებში და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს აქტუალური კველევითი საკითხების წინ წამოწევას.
8 ოქტომბერს კონფერენცია გახსნა და მომხსენებლებს, ქართველ და უცხოელ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნვერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზვიად დოლიძემ;
პროფესორმა ნატო გენგიურმა, რომელიც არის კონფერენციის დამფუძნელებლი დაორგანიზატორი, წარადგინაახალი გამოცემა „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული, #4(14) 2024 – ხელოვება და სოციოკულტურული სივრცე“, რომელიც გასული წლის საერთაშორსო კონფერენციის საფუძველზე გამოიცა.
მომხსენებელებს სიტყვით მიმართა პროფესორმა საშა ფლემინგმა, ევროპის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა (ბერლინი, გერმანია), დოქტორმა ბილგე კალკავანმა, ჰასან კალიონჩუს უნივერსიტეტიდან (გაზიანთეპი, თურქეთი), პროფესორმა მარიან ცუცუიმ, ჰიპერიონის უნივერსიტეტიდან (ბუქარესტი, რუმინეთი), პროფესორმა ჰუბერტუს კოჰლემ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან, სანდრა რაზვანა ჩერნატმა, რომელიც არის იონ ლუკა კარაჯალეს სახელობის თეატრისა და კინოს ეროვნული უნივერსიტეტიდან (რუმინეთი) და სხვა მონაწილეებმა.
კონფერენციაში 60-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობდა, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის (გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა, ლიეტუვა, აზერბაიჯანი და სხვა) უნივერსიტეტებიდან. იმუშავა 14 სექციამ კინომცოდნეობის, თეატროლოგიის, ხელოვნებათცოდნეობის, მედიის კვლევების, მუსიკოლოგიის, სახელოვნებო განათლების და სხვა მიმართულებებით. ხელოვნების მკვლევართა XVII საერთაშორისო კონფერენციაში მთლიანობაში 15 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 5 საქართველოს უნივერსიტეტია, ხოლო 10 – უცხოეთის.