გამოცემები

“ალუბლის ბაღი”, “დონ ჟუანი”, “მაკბეთი”, “სირანო დე ბერჟერაკი”

უნივერსიტეტის რექტორს, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილს და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის დამაარსებელს, ხელმძღვანელს, მწერალსა და მთარგმნელს _ მანანა ანთაძე-ციციშვილს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა: გამოვცეთ პიესები, რომლებიც კონკრეტულად, ამა თუ იმ რეჟისორის სურვილით ქართულად ითარგმნა და განხორციელდა. ეს არის სპექტაკლებიდან ფოტოსურათებით გაფორმებული პატარ-პატარა წიგნების სერია, რომელშიც, ტექსტის გარდა, შემოქმედებითი დასის წევრების _ მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ ჩამონათვალია შესული.

სერიის გამოცემა გიორგი მარგველაშვილისთვის თარგმნილი, თუმანიშვილის თეატრში დადგმული,  მ. ჩეხოვის “ალუბლის ბაღით” დავიწყეთ. მანანა ანთაძე-ციციშვილის, კონკრეტული რეჟისორისათვის შესრულებეული, პირველი თარგმანი მიხეილ თუმანიშვილის მიერ 1981წ. კინომსახიობთა თეატრში დადგმული „დონ ჟუანი“ გახლდათ. სწორედ ბატონმა მიშამ სთხოვა მანანა ანთაძე-ციციშვილს მოლიერის თარგმნა. ალბათ, ბატონ მიშასთან მუშაობამ დრამატურგიისადმი სიყვარული გაუღვივა და მას შემდეგ ქალბატონმა მანანამ არაერთ რეჟისორთან იმუშავა.

ჩვენ გამოვეცით, ქართულ თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე, ცნობილი რეჟისორების  დაკვეთით თარგმნილი პიესები. „დონ ჟუანის“ და “ალუბლის ბაღის” გარდა, უკვე დავბეჭდეთ მ. ანთაძის თარგმანები: შექსპირის „მაკბეთი“ დ. დოიაშვილისთვის, ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ დ. დოიაშვილისთვის; სერია გაგრძელდება საუკეთესო თარგმანების გამოცემით. ვფიქრობთ, ეს ახალი გამოცემები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს სასურველი პროფესიის დაუფლების საქმეში. ვიმედოვნებთ, სერია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებში, არამედ ფართო მკითხველშიც.

Back to list