ინდივიდუალური სამეცნიერო აქტივობები უცხოეთში

ასოცირებული პროფესორების მარინე (მაკა) ვასაძისა და ლაშა ჩხარტიშვილის მონაწილეობა რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გამართულ AICT/IATC საერთაშორისო კონფერენციაში

2026 წლის მაისი

2026 წლის 21 მაისს, კრაიოვას შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ კრაიოვაში გამართულ AICT/IATC საერთაშორისო კონფერენციაში – “შექსპირი მსოფლიო სცენაზე” – მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თეატროლოგებმა მაკა ვასაძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა.

მათ წაიკითხეს მოხსენება “რობერტ სტურუას სასცენო შექსპირიადა”, რომელიც ეხება სტურუას შექსპირულ დადგმებს XX და XXI საუკუნეებში.

შექსპირის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორია თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია (AICT/IATC), რომლის წევრები 2008 წლიდან არიან ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები.

Back to list