
გიორგი ხარებავა – ასოცირებული პროფესორი
გიორგი ხარებავა, პროფესიით კინორეჟისორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში (1993-98), რის შემდეგაც გაიარა სპეციალური კურსები რომის ნაციონალურ კინოსკოლასა და ბოლონიის უნივერსიტეტში. ამჟამად ის მუშაობს სადოქტორო თემაზე – “მონტაჟური დარღვევების ტრანსფორმაცია ახალ კინემატოგრაფიულ ხერხებად”.
2023-2025 წლებში იკავებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას.
2007 წლიდან არის საპროდიუსერო კომპანია “ჯი-ეფ-ემ სტუდიოს” დამფუნებელი და დირექტორი.
2015 წლიდან არის ააიპ ასოციაცია “სინერამას” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამავე ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში ის გახლავთ “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლის” პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
2017 წლიდან ხელმძღვანელობს კინოსტუდია “ქართულ ფილმს”, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი.
მისი თანაავტორობით 2014 წელს საქართველოში პირველად გამოიცა კინოტერმინების ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი.
გამოქვეყნებული აქვს თეორიული ნაშრომები სამეცნიერო და პროფილურ ჟურნალებში.
სხვადასხვა წლებში, მოწვეული პედაგოგის რანგში, ლექციებს კითხულობდა: ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ვორკშოპსა და მასტერკლასს საქართველოში, სომხეთში, თურქეთში და იტალიაში.
გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და პრიზის ლაურეატი, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი.
ამჟამად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის ტელერეჟისურას და კითხულობს სალექციო კურსს – უახლოესი ტექნიკა და ტექნოლოგიები.