
კინომცოდნე. კულტურის ჟურნალისტი. კინოსა და თეატრის მკვლევარი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (დისერტაცია „პოეტური ტენდენციები 60-70-იანი წლების ქართულ კინოში”. 2005). საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კინოს თეორიისა და კრიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, კინოს თეორიის, კინოს ისტორიის პროგრამებისა და კურსების ავტორი; ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი; უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, პუბლიკაციების ავტორი და რედაქტორი. კვლევის ძირითადი თემებია – თანამედროვე და უახლესი ქართული კინო, ძველი და ახალი ტენდენციები; საბჭოთა პერიოდის ქართული კინო, ცენზურა, ტოტალიტარული რეჟიმები; ქართული კინოდ ზოგად კულტუროლოგიურ პროცესებთან, მსოფლიო კინემატოგრაფთან კავშირების კვლევა და პრობლემატიკის ანალიზი.
ავტორი წიგნების: „გოგი ოჩიაური“; ოთარ იოსელიანი „კადრირება“, „კენტავრი“, The Sculpture and Art of Gogi Ochiauri, Nova Sciaence Publishers, Inc. New York.
ავტორი სახელმძღვანელოების: „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ – პროექტის ხელმძღვანელი და თანაავტორი; „თანამედროვე ქართული მხატვრული კინოს ტენდენციები (გმირები, თემები, პრობლემები, ფორმები, სტილური თავისებურებები)“ – ავტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტის – ქართული კინოს ეტაპები. ავტორი და ტომის – „ქართული კინო – 1930-1940“ – რედაქტორი და ავტორი.
ანალიტიკური კრებულების თანაავტორი და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; მე-20 საუკუნის ხელოვნება. „საბჭოთა მითი და საბჭოეთის კინოისტორია“; ხელოვნება ტოტალიტარიზმის პერიოდში. „მქროლავ ჭურვში“; „ხელოვანის აღსარება, თუ მისი ბედი საბჭოთა მითების გარემოცვაში?!“; დრო. ხელოვანი. თავისუფლება. „ქართული კინოს ოჯახური პორტრეტი „პერესტროიკიდან“ თანამედროვე არაერთგვაროვანი პეიზაჟის ფონზე“; „ქართული კინოს შემთხვევითი პაემნები“; „საქართველოს უახლესი ისტორია. წარმატებული ქართული კინოს ხარისხის ნიშანი“; „სადაც ორი სამყარო ერთდება“; „ქართული კინო გაღმა ნაპირზე გადასასვლელად“; „კულტურფილმი „ბუბა“ – საბჭოთა ეპოქის ანარეკლი“; „ბედისწერისა და შინისაკენ მიმავალი გზის შესახებ“, „ნაცნობი და უცნობი ქალაქების მეტაფორა ქართულ კინოში“; „ქართული კინოს გრძელი, სევდიანი და მაინც ნათელი დღეები“; „პოლიტიკა და მისი გავლენა ქართული კინოწარმოებისა და შემოქმედებით პროცესებზე“ „ქართული კინოს ერთი ძველი, განახლებული ტენდენციის გამო“ და სხვა.
პუბლიკაციები ინგლისურენოვან საერთაშორისო გამოცემებში: Georgia’s European Ways, Political and Cultural Perspectives – Article – At the Crossroads – Supported by the Office of the State Minister of Georgia of Euro-Atlantic Integration;From Georgia to Cinema with Love; Three Women under One Sky. The Power of Georgian Women Filmmakers. Frinted and published in the Refublic of Korea; Georgian Cinema before and after Independence; Keti Machavariani: Salt White; Aleko Tsabadze: Rene Goes to Hollywood, Locarno 66 // Open Doors; ინგლისურენოვან გამოცემებში საქართველოში: Finally at Home 80 Years Later; A Ruby Day Is Over; Corn Island; New Chronicles of Tbilisi of the 90s and About Choice- FilmPrint, Best.