სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცემები

ქართული ქორეოლოგიური სკოლის გზაჯვარედინზე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გამოსაცემად მომზადდა და უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“ დაიბეჭდა  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგის, ქორეოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ანანო სამსონაძის ნაშრომების კრებული „ქართული ქორეოგრაფიული სკოლის გზაჯვარედინზე“.  

კრებულისშემდგენელი და რედაქტორია დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქორეოლოგი ხათუნა დამჩიძე.

ანანო სამსონაძის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა მის მიერ სხვადასხვა გამოცემებში (კრებულები, ჟურნალები, გაზეთები) გამოქვეყნებული ნაშრომების თავმოყრისა და ერთ წიგნად გამოცემის იდეა.

ანანო სამსაონაძის სტატიები ეხება ქორეოლოგიის საკითხებს, გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და ღრმა სამეცნიერო კვლევით. მოიცავს ქართულ და უცხოურ ხალხურ ქორეოგრაფიას, საბალეტო ხელოვნებას,  ქორეოგრაფიის ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის საკითხებს. კრებულში შევიდა, ასევე, სტუდენტობის პერიოდის წერილები და გაშიფრული ლექციები.

ანანო სამსონაძის  პუბლიციტური წერილების კრებული „ქართული ქორეოლოგიური სკოლის გზაჯვარედინზე“ მისი ხანგრძლივი სამეცნიერო მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამებაა.

Back to list