კინოფესტივალში მონაწილეობს 20 ქვეყნის 27 კინოსკოლა, რომელთა შორისაა: ალბანეთი, არგენტინა, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, კანადა, პოლონეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ლიეტუვა, ლიბანი, ინდოეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ფინეთი, ჩეხეთი.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
პარტნიორები: საქართველოს კინოაკადემია, ლეპერტი
მონტაჟი – თათა მეტივიშვილი