2024-2025 სასწავლო წელს
ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღების წესი
თავი I
ზოგადი დებულება
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
- უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე აბიტურიენტები ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების საფუძველზე;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
- უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე სწავლა მიმდინარეობს 4 სასწავლო წლის განმავლობაში.
ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა – 240 (წელიწადში 60 კრედიტი);
- უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი – 2250 ლარი.
თავი II
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა დამენეჯმენტის ფაკულტეტზე
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აბიტურიენტების ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით.
საბაკალავრო პროგრამაზე ,,თეატროლოგია“ ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
- მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა)
საბაკალავრო პროგრამაზე ,,კინომცოდნეობა“ ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
- მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა)
საბაკალავრო პროგრამაზე ,ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია)“ ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
- მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა)
საბაკალავროპროგრამაზე მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურისჟურნალისტიკა)ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
- მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / სამოქალაქო განათლება /ლიტერატურა / მათემატიკა)
საბაკალავრო პროგრამაზეკულტურული ტურიზმიბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
- მესამე სავალდებულო საგანი (ისტორია / მათემატიკა / გეოგრაფია)
საყურადღებოა! ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის დადგენილია კომპეტენციის მინიმალური ზღვარი (იხ. ცხრილი)
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2024
თავი III
სტუდენტის სტატუსის მოპოვება
დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე
- დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტებზე ჩასარიცხად, აბიტურიენტმა წარმატებით უნდა გაიაროს შემოქმედებითიკონკურსიდა შემდეგ წარმატებით ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნები:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
! სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში სავალდებულო საგნებთან ერთად წარმატებით უნდა ჩააბაროს გამოცდა მესამე საგანშიც.
საბაკალავრო პროგრამაზე– მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი)ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე – თეატრის რეჟისურა ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე – ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე – ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) ბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე – მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურაბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა/ ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე – ანიმაციური კინოს რეჟისურა და თანამედროვე ტექნოლოგიებიბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ლიტერატურა/ ჩაბარება.
საბაკალავრო პროგრამაზე – კინო-ტელე ოპერატორიბარდება:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- ერთ-ერთი უცხო ენა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ერთ-ერთი შემდეგი (მესამე) საგნის – ისტორია /მათემატიკა /სახვითი დაგამოყენებითი ხელოვნება / ფიზიკა/ ჩაბარება.
საყურადღებოა! სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, ერთ-ერთი უცხო ენა) დადგენილია კომპეტენციის განსხვავებული მინიმალური ზღვრები (იხ. ცხრილი).
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2024
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 8 მაისს და დასრულდება27 მაისს, 18.00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!