ღია კარის დღე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში!
შაბათს, 16 მარტს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის I კორპუსში (შოთა რუსთაველის გამზირი №19) ღია კარის დღე გაიმართება.
აბიტურიენტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ 2024–2025 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე მიღების წესებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ.