Publications

ნარკვევები  XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან

ირმა დოლიძე, „ნარკვევბი  XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან“

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომზადდა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ირმა დოლიძის მონოგრაფია „ნარკვევბი XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან“.  მასში ოთხი ნარკვევის სახით წარმოდგენილია უახლესი კვლევები სათეატრო არქიტექტურის ოთხ ნიმუშზე, რომელთაგან სამი დღეს აღარ არსებობს: ტფილისის საზაფხულო თეატრი (1870), ბორჯომის საზაფხულო თეატრი (1895), სათავადაზანურო საადგილმამულო ბანკის თეატრი (1878). სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრი (1897) კი ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი უძველესი სათეატრო ნაგებობა საქართველოში.

XIX საუკუნის II ნახევარში თბილისსა და საქართველოს პროვინციებში აგებული  ეს სათეატრო შენობები შესწავლილია არქივებში, სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში მოძიებული გრაფიკული და დოკუმენტური (პროექტები, ჩანახატები, ოფიციალური კორესპონდენცია, ფოტოები და სხვ.) მასალების საფუძველზე, რომელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს ცოდნას XIX  საუკუნის არა მხოლოდ სათეატრო ცხოვრების, არამედ არქიტექტურის და,კონკრეტულად, სათეატრო არქიტექტურის ისტორიისა და თავისებურებების შესახებ.

წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი”, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა „ორიენტირის“  ფარგლებში.

Back to list