News

ყურადღება!

ყურადღება!

საერთაშორისო ტრენინგები სტუდენტებისთვის!

II ეტაპი!

13 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სასწავლო კურსების ჩატარებას

კურსები მომზადდა ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის CONNECT

პროგრამის ფარგლებში

კურსები მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგების მიერ. პროცესს ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯმენტის ჯგუფის ხელმძღვანელი და აკადემიური ნაწილის კოორდინატორი, პროფესორი ნატო გენგიური. პროექტის კოორდინატორია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ლეწვერიძე.

პროექტი ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

13 მარტიდან 13 მაისის ჩათვლით ჩატარდება სამი კურსი. კურსები მონაწილეებს დაეხმარება დამატებითი ცოდნისა და უნარების შეძენაში, საკუთარი ბიზნეს იდეის/სტარტაპის ფორმირებასა და განვითარებაში.

კურსები ჩატარდება როგორც ონლაინ ფორმატში, ასევე აუდიტორიაში.

კურსი 1: ფსიქოტექნიკა და შემოქმედებითი უნარები- Psychotechnique and art skills

პედაგოგები: თათა თავდიშვილი, თიკო ქათამაშვილი

13.03.23 – 24.03.23 – ორი კვირა, კვირაში 3-ჯერ

კურსის მიზანია თქვენი სხეულისა და გონებრივი შესაძლებლობების აღმოჩენა, რაც დაგეხმარებათ გახდეთ თავდაჯერებული პრეზენტაციების, საჯარო გამოსვლებისა და ადამიანებთან კომუნიკაციის დროს.

კურსი 2: ციფრული უნარების განვითარების კურსი – Digital Skills Development Course

პედაგოგები: რეზი ჭიჭინაძე, თამთა თურმანიძე, ქეთევან ოჩხიკიძე

27.03.23 – 08.04.23 – ორი კვირა, კვირაში 3-ჯერ

თითოეული ჩვენგანი დღეს დამოკიდებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც სწრაფად იცვლება და ვითარდება.

რა უნდა ვიცოდეთ ახალი ციფრული სამყაროს პირობებში? როგორ გამოვიმუშავოთ უნარები, რომ მომავლის გამოწვევებს მომზადებულები დავხვდეთ?  

კურსი გაგარკვევთ ციფრულ კომუნიკაციასა და მედია პლატფორმების განსხვავებებში, სოციალური ქსელის ეფექტებში, დიზაინ აზროვნების სისტემაში და ა.შ.

კურსი 3: ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსი – იდეიდან თქვენი პროდუქტის/სერვისის კომერციალიზაციამდე – Business Pre-acceleration Course – From idea to commercialization of your product or service

პედაგოგები: დოდო ჭუმბურიძე, გიორგი ფხაკაძე

10.04.23 – 12.05.23 – სამი კვირა, კვირაში 3-ჯერ

ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს იდეების განხილვასა და საუკეთესოს შერჩევაში; მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.

დარეგისტრირდით აქ: http://tafuconnect.tilda.ws/

ონლაინ რეგისტრაცია: 06/03/23-დან 12/03/2023-მდე / Online Registration: from 06/03/23 till 12/03/2023

Back to list