2026 წლის 8 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში შედგება უნივერსიტეტის პედაგოგის, ქორეოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ანანო სამსონაძის (1968-2024) ნაშრომების კრებულის „ქართული ქორეოლოგიური სკოლის გზაჯვარედინზე“ წარდგენა. ასევე, გაიხსნება ანანო სამსონაძის სახელობის ქორეოლოგიის კაბინეტი.
კრებული მომზადდა დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ქორეოლოგ ხათუნა დამჩიძისა და ეთნომუსიკოლოგ ვიქტორია სამსონაძის მიერ.
ანანო სამსონაძის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა მის მიერ სხვადასხვა გამოცემებში (კრებულები, ჟურნალები, გაზეთები) გამოქვეყნებული ნაშრომების თავმოყრისა და ერთ წიგნად გამოცემის იდეა.
ანანო სამსაონაძის სტატიები ეხება ქორეოლოგიის საკითხებს, გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებითა და ღრმა სამეცნიერო კვლევით. მოიცავს ქართულ და უცხოურ ხალხურ ქორეოგრაფიას, საბალეტო ხელოვნებას, ქორეოგრაფიის ისტორიის, თეორიისა და კრიტიკის საკითხებს. კრებულში შევიდა, ასევე, სტუდენტობის პერიოდის წერილები და გაშიფრული ლექციები.
ანანო სამსონაძის პუბლიციტური წერილების კრებული „ქართული ქორეოლოგიური სკოლის გზაჯვარედინზე“ მისი ხანგრძლივი სამეცნიერო მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამებაა.
თარიღი: 8 მაისი
დრო: 16:00 სთ.
Address:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის გამზ. #19, I კორპუსი, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი.
დასწრება თავისუფალია.
