Publications

გიორგი რაზმაძე – ექსპერიმენტული კინო (2025)

წინამდებარე წიგნში აუდიო-ვიზუალური ხელოვნების არც ისე ცნობილი ისტორიაა მოთხრობილი. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამოძრავებული გამოსახულების ექსპერიმენტებმა, რაც კინოს გაჩენით დასრულდა, მოდერნიზმის ეპოქას დაუდო სათავე. ავანგარდი როგორც რევოლუციური ხელოვნება, მარქსისტულ პარადიგმასთან იყო ახლოს, რომელიც მიზნად ძველი სამყაროს გარდაქმნასა და გაუმჯობესებას ისახავდა.

ნაშრომის სხვადასხვა თავში განხილული იქნება ნეოავანგარდი, სტრუქტურული კინო, ფლუქსუსი, კონცეპტუალური ხელოვნება, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კინოს გაფართოებისა და კომპიუტერით გენერირებული გამოსახულების დაბადების ეტაპები, რაც საფუძვლად დაედო აუგმენტურ და ვირტუალურ რეალობას – იმას, რაც ხელოვნების დღევანდელი დღე და მომავალია.

ISBN 978-9941-9987-6-8

Back to list