ირმა დოლიძის მონოგრაფია „თეატრალური ინსტიტუტის მხატვრები (1940-1960)“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომზადდა, რომელიც სტრუქტურულად უნივერსიტეტის მუზეუმსაც აერთიანებდა. ბოლო წლების განმავლობაში ავტორმა შეისწავლა მუზეუმში (ამჟამად, უნივერსიტეტის სასწავლო სამეცნიერო არქივი) დაცული თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლებისთვის შექმნილი ესკიზების კოლექცია, რომელიც უცნობი იყო სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
ISBN 978-9941-9962-0-7