სახელმძღვანელოში _ „უახლესი ქართული მხატვრული კინო“ _ ასახულია ის პროცესები, ტენდენციები და მიმართულებები, რომლებიც ახასიათებს ქართულ კინოს _ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ _ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე, 2018 წლის ჩათვლით.
„უახლესი ქართული მხატვრული კინო“ აწყობილია დამოუკიდებლობის პერიოდის ქართული კინემატოგრაფის ძირითადი ეტაპებისა და თითოეული ეტაპისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით:
XX საუკუნის ბოლო _ „პერესტროიკის“ პერიოდის ქართული კინო; დამოუკიდებლობის პირველი წლები; XXI საუკუნის დასაწყისი; XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მეორე ნახევარი _ კრიზისის დაძლევა; XXI საუკუნის მეორე ათწლეულის ქართულ კინოში მიმდინარე ახალი ტენდენციები და შემოქმედებითი ძიებების შედეგები.
სახელმძღვანელოში მიმოხილული და გაანალიზებულია:
XX-XXI საუკუნეების მიჯნისა და საქართველოს დღევანდელი რეალობა _ ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალურ კონტექსტში _ რაც კინოს მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ამავე დროს, ფილმებში (თემატურად) აისახება; კინოწარმოებისა და შემოქმედების კრიზისის პანორამული სურათი და საფუძვლები, კრიზისიდან გამოსვლის გზები და შედეგები; კინოს დაფინანსების წყაროების, წარმოების, საბაზრო-სადისტრიბუციო მდგომარეობა და საერთაშორისო გამოცდილება; შემოქმედებითი პროცესის მსვლელობა; დროის სხვადასხვა ეტაპზე გადაღებული და სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული ფილმების (მხატვრული ღირებულებების, წარმატებული თუ წარუმატებელი _ რომლებიც ერთიან სურათს ქმნიან) მახასიათებლები, პრობლემატიკა და თემატიკა; ქართული კინოს წარმატება საერთაშორისო კინოსაზოგადოებაში და მიზეზები; უახლესი ქართული მხატვრული კინოს მიმართულებები და გეზი.
სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებს თემატური, პრობლების წამოჭრისა და დასახული ამოცანების მიხედვით, განსხვავებული ფორმა აქვთ _ მიმოხილვა, კვლევა, ანალიზი, კონკრეტიკა (რეცენზირება) და განზოგადება. სხვადასხვა საკითხი, თემა თუ ტენდენცია სხვადასხვა რაკურსიდანაა ასახული, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფილმებზე საუბრის გამეორებას იწვევს _ უფრო ფართო პანორამის საჩვენებლად.
ყოველ თავს, რომლებიც ჩამოყალიბებულია სალექციო თემებისა და მოქმედი სილაბუსების მიხედვით, თანამედროვე სახელმძღვანელოს ფორმატის აკადემიურ ნორმებზე დაყრდნობითა და ბოლონიის პროცესის სტანდარტების ანალოგიით, მოჰყვება საკონტროლო კითხვები და დავალებები.
„უახლესი ქართული მხატვრული კინო“ განსაზღვრულია როგორც კინომცოდნეობის, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის, რომლებიც, სასწავლო კურსის მიხედვით, ქართული კინოს ისტორიას შეისწავლიან. ართული მხატვრული კინოს მიმართულებები და გეზი.
სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებს თემატური, პრობლების წამოჭრისა და დასახული ამოცანების მიხედვით, განსხვავებული ფორმა აქვთ _ მიმოხილვა, კვლევა, ანალიზი, კონკრეტიკა (რეცენზირება) და განზოგადება. სხვადასხვა საკითხი, თემა თუ ტენდენცია სხვადასხვა რაკურსიდანაა ასახული, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფილმებზე საუბრის გამეორებას იწვევს _ უფრო ფართო პანორამის საჩვენებლად.
ყოველ თავს, რომლებიც ჩამოყალიბებულია სალექციო თემებისა და მოქმედი სილაბუსების მიხედვით, თანამედროვე სახელმძღვანელოს ფორმატის აკადემიურ ნორმებზე დაყრდნობითა და ბოლონიის პროცესის სტანდარტების ანალოგიით, მოჰყვება საკონტროლო კითხვები და დავალებები.
„უახლესი ქართული მხატვრული კინო“ განსაზღვრულია როგორც კინომცოდნეობის, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის, რომლებიც, სასწავლო კურსის მიხედვით, ქართული კინოს ისტორიას შეისწავლიან.
ISBN 978-9941-9630-0-1