წინამდებარე კვლევა სათეატრო რეჟისურას შეეხება; წიგნში განხილულია თეატრი მთელი თავისი სირთულეებით: თეატრი, _ როგორც კულტურის ერთ-ერთი სახელოვნებო დარგი, მისი შემადგენელი ცალკეული ნაწილებით, როგორებიცაა: დრამატურგია, სამსახიობო შესრულების ტექნიკა, თეატრალური სივრცე, კოსტიუმი, გრიმი, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, მაყურებელი, და ბოლოს, რეჟისურა, როგორც ყოველივე ამის გამაერთიანებელი.
ავტორის აზრით, პიტერ ბრუკის შემოქმედების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან არა მხოლოდ გაიზიარა მსოფლიო თეატრის კულტურული გამოცდილება, არამედ ახლებურად წარმოაჩინა საკუთარ შემოქმედებაში. ბრუკმა მეცნიერებაც კი ხელოვნების სამსახურში ჩააყენა. სწორედ ამიტომ, იგი ერთდროულად რეჟისორიცაა და მეცნიერიც. ის არა მარტო პრაქტიკოსი რეჟისორია, არამედ საკუთარი შემოქმედების და მთლიანად თეატრის დაუღალავი მკვლევარიც.
თეატრალური პროცესის დინამიკა, პოლარული მხატვრული ხერხების სინთეზი, მოვლენის ხარისხში აყვანის უნარი, წვდომა და ყოფნა – აი, ის შემადგენელი ნაწილები, რაზეც აგებულია პიტერ ბრუკის სარეჟისორო მეთოდიკა. ეს არის მწყობრი სისტემა, რომელსაც მომავალი თაობებისათვის გზის გაკვლევის უნარი შესწევს.
ISBN 978-9941-9461-8-9