კრებული აერთიანებს სხვადასხვა თაობის ქართველი კინომცოდნეებისა და კრიტიკოსების, სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა მედიასივრცეში გამოქვეყნებულ ან გამოუქვეყნებელ – ანალიტიკურ წერილებს, სტატიებს, რეცენზიებს, მიმოხილვებსა და კვლევებს – უახლესი პერიოდის (1990 წლიდან დღემდე) ქართული კინემატოგრაფის შესახებ. მასალა, ფაქტობრივად, სრულად მოიცავს უახლეს ქართულ კინოში მიმდინარე პროცესებსა და ტენდენციებს, ეროვნულ და მსოფლიო კულტუროლოგიურ კონტექსტში – საზოგადოებრივი, სოციალური, პოლიტიკური პროცესების ფონზე, რის გარეშეც კინოს არსებობა, აღქმა და ანალიზი შეუძლებელია.
ავტორები: ზვიად დოლიძე, ლელა ოჩიაური, მაია ლევანიძე, მანანა ლეკბორაშვილი, ქეთევან ტრაპაიძე, ნანა დოლიძე; გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი, ნინო მხეიძე; ინგა ხალვაში, დოდო (ეთერ) ოკუჯავა, არჩილ შუბაშვილი, მაგდა ანიკაშვილი, ირინა დემეტრაძე, გიორგი რაზმაძე. დავით ბუხრიკიძე, ბასტი მგალობლიშვილი, ბექა მაისურაძე, ქეთევან პატარაია, ლიკა გლურჯიძე, შორენა როსტომაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ალექსანდრე გაბელია, ნენო ქავთარაძე, ნინია კაკაბაძე, ქეთი ჯაფარიძე.
ISBN 978-9941-9767-5-9